06 მარ 2026
ბოსტნეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
შეხვედრაზე ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სარწყავი წყლის ახალ ტარიფთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის განსაზღვრული.
ასევე, განიხილეს სარწყავი წყლის ტარიფის სუბსიდირების მექანიზმში განხორციელებული ცვლილებები.