06 მარ 2026
საქართველოს განათლების სამინისტრომ ახალი პროექტი „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე‘‘ დაიწყო, რომლის მიზანი ინკლუზიური სერვისების განვითარება და გაუმჯობესებაა.
უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.
პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მასწავლებლებთან, მშობლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან პანელური დისკუსიები გაიმართება.