ბათუმის ბულვარში ფიჭვნარის ზონაში განთავსებული ერთ-ერთი კვების ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს

06 მარ 2026

ბათუმის ბულვარში ფიჭვნარის ზონაში განთავსებული ერთ-ერთი კვების ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს. 

ბულვარის ადმინისტრაციაში  აცხადებენ, რომ აღნიშნული ობიექტი რეკრეაციულ სივრცეში  მდებარეობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორიის კეთილმოწყობა განხორციელდება.

"უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ბულვარის, როგორც რეკრეაციული სივრცის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე, ვიზიტორებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.