05 მარ 2026
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურეკა.
სატელეფონო საუბრისას, მინისტრმა მკაცრად დაგმო ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმები და აღნიშნულთან დაკავშირებით მკაფიო პროტესტი გამოხატა.
ირანელმა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონების თავდასხმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ირანულმა მხარემ და სამხედროებმა მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყეს.
პარალელურად თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს რომ თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შემდეგ საჭირო ზომებს მიიღებს, რათა მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.