საქართველოს საგარეო უწყება გმობს აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

05 მარ 2026

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.

უწყების ცნობით, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში.