05 მარ 2026
ბაქო თეირანისგან განმარტებებს ითხოვს, მოკლე ვადაში განმარტოს აზერბაიჯანზე თავდასხმა, წარადგინოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი და სასწრაფო ზომები, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები. ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ერთი დრონი ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობას დაეცა, ხოლო მეორე - შაქარაბადის სოფელში მდებარე სკოლის შენობის მახლობლად. მათივე ცნობით, აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, ხოლო მასწავლებლები და მოსწავლეები ევაკუირებულნი არიან.