05 მარ 2026
„ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე მხოლოდ აშშ-ის, ისრაელის, ევროპისა და სხვა დასავლელი მოკავშირეების გემებისთვისაა დაკეტილი.
„ჩვენ ადრე განვაცხადეთ, რომ საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით ომის დროს ირანის ისლამურ რესპუბლიკას აქვს უფლება, გააკონტროლოს ჰორმუზის სრუტე. აშშ-ის, ისრაელის, ევროპის და მათი მხარდამჭერების კუთვნილ გემებს თუ შეამჩნევენ, აუცილებლად დაარტყამენ“ - აცხადებს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“.
სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ ქვეყნის, სულ მცირე, შვიდი ნავთობტანკერი ჰორმუზის სრუტის გავლას ვერ ახერხებს.