05 მარ 2026
„არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთობლივად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“ - ოპოზიციის ალიანსი ამ განცხადებით ეხმაურება, პარლამენტში მიღებულ კანონს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიქტატორი ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღაიარებისთვის ხალხს პატიმრობით სჯის და მას ყველაზე მეტად სწორედ ხალხის არაღიარების ეშინია.
„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებას „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს. მათი განცხადებით, ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა და ოპოზიციისგან აღიარებას არც ელოდნენ.