05 მარ 2026
,,მემარცხენე ალიანსი“ ითხოვს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს გასხვისებულ-გაყიდული ელექტროსადგურების უკან გამოსყიდვის პროცესი.
პარტიაში მიაჩნიათ რომ ამ პროცესით საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.
ამასთან აცხადებენ, რომ ისეთი უმსხვილესი ობიექტები როგორიცაა ენგურჰესი და ჟინვალჰესი სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს. ხოლო რაც შეეხება შედარებით მცირე ობიექტებს მათზე უნდა გამოიცეს აქციები და გაიყიდოს საქართველოს მოქალაქეებზე.