05 მარ 2026
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში დადგენილი სავალდებულო სასკოლო ფორმების შეძენა და რეალიზაცია,ასევე სკოლების მომარაგება საჭირო რესურსით, მათ შორის, სახელმძღვანელოებითა და ლაბორატორიების აღჭურვილობით- ეს იქნება ახალი შპს „საგანმანათლებლო რესურსების‘‘ ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია.
ორგანიზაცია განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში იწყებს ფუნქციონირებას.
შპს „საგანმანათლებლო რესურსების‘‘ დირექტორის თანამდებობაზე მიხეილ ყუფარაძე დაინიშნა. პირველი სამუშაო შეხვედრა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან განათლების მინისტრმა უკვე გამართა.
შეხვედრაზე გივი მიქანაძემ ახალი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.