თურქეთში საქართველოს ელჩის შეხვედრები შავი ზღვის რეგიონში მდებარე ქართული კულტურის ცენტრებში

05 მარ 2026

თურქეთში საქართველოს ელჩი შავი ზღვის რეგიონში არსებულ ქართული კულტურის ცენტრებში იმყოფებოდა და მათ საქმიანობას გაეცნო. გაეცნო ასევე მუჰაჯირების შთამომავლებს, რომელთა წინაპრებიც თურქეთში  თითქმის 150 წლის წინ გადასახლდნენ.

საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში რამდენიმე დიასპორულ ორგანიზაციაში იმყოფებოდა. მათ შორის ორდუში, სადაც იქ მცხოვრები ქართვლების სურვილითა და ინიციატივით  ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნა.

არჩილ კალანდია ცენტრში შეკრებილ ჩვენებურებს სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას დაჰპირდა და გააცნო ის პროექტები, რომლითაც  სარგებლობა ეთნიკურ ქართველებს შეუძლიათ. თურქეთში საქართველოს ელჩის ვიზიტი ქვეყნის შავი ზღვის რეგიონში დღეს დასრულდება.

არჩილ კალანდია ტრაპიზონის გუბერნატორს, მერს შეხვდება, ასევე ეწვევა აქ არსებულ ქართული კულტურის ცენტრს და რიზეს უნივერსიტეტს, სადაც ქართული ენის ფაკულტეტი ფუნქციონირებს.