05 მარ 2026
„ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ – კვლევის მეორე ნაწილის განხილვა გაიმართა.
გარემოს დაცვის უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ შავი ზღვის ეკოსისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ პლასტიკით დაბინძურება წარმოადგენს. კვლევის თანახმად, წყლის ადიდების პერიოდში მდინარეებში დაგროვილი ნარჩენები ზღვაში ხვდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს შავი ზღვის ეკოსისტემის მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას.
მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი სპეციალისტის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა პლასტმასის დაბინძურების წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მიმართულებით.