ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

05 მარ 2026

ირანიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვება დააფიქსირეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

დე თაიფს ისრაელის ცნობით, სირენები ცენტრალურ ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში გააქტიურდა.

აღსანიშნავია, რომ ღამით ირანიდან ისრაელის მიმართულებით სამი სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.