05 მარ 2026
ირანი თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს - განცხადებას ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. „ირანის შეიარაღებული ძალები პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფს მის ტერიტორიაზე რაიმე რაკეტის გაშვებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი საჭირო ზომებს მიიღებს, რათა მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.