05 მარ 2026
აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმდინარე შეხვედრის ჩაშლის მცდელობა. ომის მოწინააღმდეგე ქალთა ჯგუფის, მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ აშშ-ის საზღვაო ქვეითი ვეტერანი ბრაიან მაკგინისი სენატის შეიარაღებული ძალების ქვეკომიტეტის მოსმენის ჩაშლას შეეცადა და საზღვაო ქვეითებს მოუწოდა ხმა ამოიღონ და დაიცვან ამერიკა.
„არავის სურს ისრაელისთვის ბრძოლა“ - გაიძახოდა დაკავებული ვეტერანი.
ინციდენტამდე ბრაიან მაკგინისმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ სურს პასუხი მიიღოს კითხვაზე რატომ აპირებენ ამერიკელების საფრთხეში ჩაგდებას, როცა არჩეული ხელისუფლება პირდებოდა, რომ მსოფლიო ომი არ იქნებოდა.