ჯანდაცვის მინისტრის და სახალხო დამცველის შეხვედრა

05 მარ 2026

სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფის მიზნით განსაზღვრული სამოქმედო გეგმა გააცნო ჯანდაცვის მინისტრმა სახალხო დამცველს. მიხეილ სარჯველაძემ და ლევან იოსელიანმა დახმარების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის შესახებ ისაუბრეს.

მინისტრის განცხადებით, მიზანი ბაზაში მხოლოდ იმ ოჯახების  დატოვებაა, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა რეალურად სჭირდებათ, რადგან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბაზაში მაღალი შემოსავლის მქონე  ათასობით პირი ფიქსირდება.

უწყებაში განმარტავენ, რომ გადამოწმების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და მაქსიმალურად იქნება დაცული ბენეფიციართა უფლებები.