საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში

05 მარ 2026

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განიხილა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან. მისი თქმით, შეხვედრა „საინტერესოდ წარიმართა“, ისაუბრეს  ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე შუა დერეფნის განვითარებაზე.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ ადერჰოლტს შეხვდა, რომელიც საგარეო კომიტეტის და აშშ-ის დელეგაციის წევრია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში.