ექსტერნატის გამოცდები იწყება

08 ოქტ 2025

სკოლებში დღეიდან ექსტერნატის გამოცდები იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 132 მოსწავლე დარეგისტრირდა. ისინი გამოცდებს ტესტირების ფორმით სკოლებში ინდივიდუალური გრაფიკით ჩააბარებენ.

მეთორმეტეკლასელებისთვის კი 5 ტესტირება ცენტრალიზებულად ტარდება და გამოცდა ელექტრონულია. შედეგები გამოცდის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. 

გამოცდები 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.