ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა

04 მარ 2026

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში სამუშაო ვიზიტი დასრულდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომეხი კოლეგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.