შუახევის კლინიკაში ოფთალმოლოგიური ოპერაციების ჩატარება შესაძლებელია  

04 მარ 2026

მაღალმთიან რეგიონში მოქმედი საქართველოს კლინიკები-ს „შუახევის კლინიკაში“ ოფთალმოლოგიური ოპერაციები უკვე ადგილზე ტარდება.

კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფთალმოლოგიური კაბინეტი სრულად აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით, რაც მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით სხვადასხვა ტიპის თვალის ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული სერვისის მისაღებად პაციენტებს ბათუმში ან თბილისში წასვლა უწევდათ.  

კლინიკაში ფუნქციონირებს ემერჯენსი, თერაპიული და პედიატრიული მიმართულებები, ამბულატორია, ლაბორატორია და რენტგენოლოგიური სერვისი.