04 მარ 2026
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ირანზე თავდასხმის გამო აშშ-ისა და ისრაელის მიმართ კრიტიკას აძლიერებს და მათ აფრთხილებს, რომ არ შეიძლება მილიონობით ადამიანის ბედით „რუსული რულეტის“ თამაში.
სანჩესმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადრიდთან ვაჭრობის შეწყვეტით დაიმუქრა კონფლიქტთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო. ნატოს ორ მოკავშირეს შორის დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც სანჩესმა აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის დაბომბვა დაგმო, უგუნურად და უკანონოდ შეაფასა და მოგვიანებით აშშ-ის თვითმფრინავებს სამხრეთ ესპანეთში საზღვაო და საჰაერო ბაზების გამოყენება აუკრძალა.
სანჩესმა თქვა, რომ მსოფლიო არ უნდა აგვარებდეს თავის პრობლემებს კონფლიქტებითა და ბომბებით.„ესპანეთის მთავრობის პოზიცია შეიძლება ორი სიტყვით შევაჯამოთ: „არა ომს“, - თქვა მან.