მუსკატი-თბილისი - სპეციალური რეისი

04 მარ 2026

საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისით ომანიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ, სპეციალური რეისები დღეს და ხვალაც განხორციელდება. 

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო რიგ ქვეყნებში საჰაერო სივრცის დახურვამ შეაფერხა მგზავრობა.