04 მარ 2026
78-9- ის წინააღმდეგ პარლამენტმა დღევანდელ სესიაზე გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ შეზღუდვა გრანტებთან მიმართებით შეეხება მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან პოლიტიკური მიზნით ფინანსდებიან.
გრანტად მიიჩნევა სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნაწილზე გავლენის მოხდენის მიზნით.
აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.