4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია 4 პირი - შსს

07 ოქტ 2025

საგანგებო ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ 4 პირი, ჯამში - 22 ადამიანი. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარმატენტში, 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე კიდევ 4 პირი დააკავეს", - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. 

მისივე თქმით, სამ პირი იმყოფება მიმალვაში. სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღნიშნულ პირებთან  დაკავშირებით მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.