07 ოქტ 2025
4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადა ამოიწურა.
არსებული მონაცემებით, საჩივრები არ შესულა ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის ოლქებში. რაც შეეხება ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიას აქ მხოლოდ სამი საჩივარი დაიწერა და მათგან ერთს კომისია ხვალ განიხილავს.
სამი საჩივარი დაიწერა ასევე ქობულეთში რომელსაც კომისია ხვალ განიხილავს. დღესვე ოლქებმა ლოტოტრონით გამოვლენილი ხუთ-ხუთი უბანი გადათვალეს და მიღებული შედეგები ამ უბნის ოქმებს შეადარებს.
საოლქო საარჩევნო კომისიებში აცხადებენ, რომ ცდომილება არ ყოფილა და არსებული შედეგებით მონაცემები იგივე რჩება.
ხუთივე მუნიციპალიტეტში სახელისუფლებო მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა და ასევე ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობა კვლავ მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა.