სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ყურადღება გავამახვილეთ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე - ირაკლი კობახიძე

04 მარ 2026

მოლაპარაკებები გავმართე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული  ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

პრემიერი აღნიშნავს, რომ ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

„საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის  მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომის ფარგლებში, მოლაპარაკებები გავმართე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული  ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.