07 ოქტ 2025
ბათუმი ჭადრაკში ქალთა და მამაკაცთა შორის ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი შვეიცარული სისტემით, ცხრა ტურად ტარდება ღია და ქალთა კატეგორიაში.
ჩემპიონატში მონაწილეობს 76 გუნდი, რომელთაგან 40 გუნდი ღია კატეგორიაშია, ხოლო 36 ქალთა შორის ასპარეზობს.
საქართველოდან ევროპის ჩემპიონატზე შვიდი გუნდი მონაწილეობს, ოთხი ღია კატეგორიაში, სამი კი ქალთა შორის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია და მოთამაშეთა საშუალო რეიტინგი 2451-ს შეადგენს.
ასევე ქალთა შორის ყველაზე რეიტინგული მოთამაშეებიც ქართველები არიან: ნანა ძაგნიძე 2496 და ნინო ბაციაშვილი 2469 ქულით.
ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის, საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება. ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში 15 ოქტომბერს დასრულდება.