ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში

04 მარ 2026

პარლამენტი დღევანდელ სესიაზე სავარაუდოდ დაამტკიცებს გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ შეზღუდვა გრანტებთან მიმართებით შეეხება მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან პოლიტიკური მიზნით ფინანსდებიან.

გრანტად მიიჩნევა სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნაწილზე გავლენის მოხდენის მიზნით.

აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.  ცვლილებებს მხარს არ უჭერს პარტია „გახარია საქართველოსთვის“.