საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში

04 მარ 2026

„ვისაუბრეთ ორმხრივი ინტერესის ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ ბრენდან ჰანრაჰანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმება, რომელიც ორმხრივი სარგებლისკენ იქნება მიმართული. სამხარაძის შეფასებით, "ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია" ჰქონდათ და ამ საკითხებზე მსჯელობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობენ.