04 მარ 2026
დუბაიში აშშ-ის საკონსულოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. თვითმხილველის თქმით, საკონსულოსთან მისასვლელი გზები გადაკეტილი იყო და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.
დუბაის პოლიციის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დუბაიში აშშ-ის საკონსულოსთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე დრონის დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ჩააქრო და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.