04 მარ 2026
ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულია 335 ადამიანი. გამთენიისას, ბეირუთის სამხრეთით საჰაერო დარტყმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
ისრაელის სამხედრო ძალებმა გამოაქვეყნეს 16 ლიბანური სოფლის ევაკუაციის ბრძანება და აღნიშნეს, რომ დარტყმები გარდაუვალია.
ისრაელის სამხედრო ძალებში განაცხადეს, რომ დღეს დილით ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე გაშვებული რამდენიმე რაკეტა დააფიქსირეს და მათი უმეტესობა გაანადგურეს.ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა დაჯგუფებამ „ჰეზბოლამ“ დღეს განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა რაკეტების ზალპი ესროლეს ისრაელის ძალებს მეტულის რაიონთან ახლოს, საზღვრის გასწვრივ, ისრაელის მიერ ლიბანის ათობით ქალაქსა და სოფელზე, მათ შორის ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე, დარტყმების საპასუხოდ.