03 მარ 2026
"შეხვედრა ქალებთან" - ქალთა დღის კვირეულის ფარგლებში, ქობულეთის კულტურის სახლში სალონური საღამო გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სხვადასხვა პროფესიის ქალებმა თავიანთი ისტორიებზე ისაუბრეს და აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს.
ღონისძიება სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით იყო გაფორმებული. ასევე, დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 5 და 7 მარტს საღამოს 17:00 სთ კულტურის ცენტრში წარმატებულ ქობულეთელ ქალებს დააჯილდოვებენ და ასევე 10 ცნობილი ქობულეთელი ქალის ისტორია გაცოცხლდება.
ქალთა დღის კვირეულის ორგანიზატორია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია. საჯარო ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.