03 მარ 2026
ქალთა დღის კვირეულის ფარგლებში, 3-დან 8 მარტის ჩათვლით ქობულეთის კულტურის ცენტრში მოეწყობა ნახატების გამოფენა და სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც დედის დღეს და ქალთა დღეს ეძღვნება.
დღეს, კი 3 მარტთან დაკავშირებით კულტურის ცენტრთან არსებული სამხატრო სკოლის ბავშვების ნახატების საჯარო გამოფენა გაიმართა, სადაც სხვადასხვა თემატიკის და დედის დღისადმი მიძღვნილი ნამუშევრები გამოიფინა.
გამოფენა 8-მარტის ჩათვლით გაგრძელდება, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს ნამუშევრები.