03 მარ 2026
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დედებთან შეხვედრაზე განაცხადა.
გიორგი ჯინჭარაძემ ქალბატონებს სამშობლოსთვის თავდადებული გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა, დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.