მარიამ ქვრივიშვილი სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მონაწილეობს

03 მარ 2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

აზერბაიჯანის დედაქალაქში მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნულ ფორმატში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო, მდებარეობს რა მსოფლიოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე, მომხმარებელ და მიმწოდებელ ქვეყანათა გადაჯაჭვული ინტერესების ეპიცენტრშია. მინისტრის შეფასებით, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლს. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჩვენი ქვეყნის როლზე ენერგეტიკული დივერსიფიკაციის პროცესში.

ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება.