ოპოზიციის ნაწილის ალიანსი - შეფასებები

03 მარ 2026

ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანებას აფასებენ პოლიტიკოსები. გიორგი გახარიას პარტიაში მიაჩნიათ, რომ პარტიები, რომლებიც ჯერ გაერთიანდნენ, მერე გაიყვნენ და დღეს ისევ ერთიანობაზე საუბრობენ, ამით მხოლოდ მმართველ გუნდს ეხმარებიან.

ხალხის ძალაში  საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გაიხსენეს და აცხადებენ, რომ  მყარი მტკიცებულებით, ცხრა პარტიიდან უმრავლესობას, ანტისახელმწიფოებრივად გამოცხადდება. 

რაც შეეხება მმართველ პარტიას, აქ ფიქრობენ რომ ამ გადაწყვეტილებით  ყველა მათგანმა საკუთარ ზურგზე აიღო  პასუხისმგებლობა, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა.