03 მარ 2026
საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც კრეტაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი - ინფორმაციას Reuters-ი პოლიციისა და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ი განმარტავს, რომ აღნიშნული ბაზა ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. ოფიციალური პირების ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლებამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
წყარომ, რომელიც საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ტელეფონში აშშ-ის ავიამზიდის ფოტოები იპოვეს და ხელისუფლება მობილური აპლიკაციის საშუალებით ირანში მყოფ პირთან პოტენციურ კავშირებს იძიებს.
მამაკაცი საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეში სუდას ბაზის მახლობლად მდებარე სასტუმროში ცხოვრობდა. წყაროების ცნობით, მას ბრალდებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია.