03 მარ 2026
ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციას იწყებს ახალი „სტრატეგიული ტერიტორიების“ დასაკავებლად. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა პრემიერ-მინისტრისგან ბრძანება მიიღეს, დაიწყონ „შეტევა და დაიკავონ ლიბანში დამატებითი სტრატეგიული ტერიტორიები“.
ეს ქმედებები მიზნად ისახავს „ისრაელის სასაზღვრო რეგიონებზე თავდასხმების თავიდან აცილებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ირანზე დარტყმების საპასუხოდ, ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის დაბომბვა დაიწყო. საპასუხოდ, ისრაელის არმიამ ბეირუთსა და სხვა ქალაქებზე დარტყმები მიიტანა.