3 მარტი დაღუპული სამხედროების დედებს მიულოცეს

03 მარ 2026

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი მიულოცეს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა.

ჯარისკაცებმა მათ თაიგულები აჩუქეს და თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს.