„ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ - ტრენინგ-სემინარი 

03 მარ 2026

„ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ ტრენინგ-სემინარი ამ სახელწოდებით სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის ფარგლებში გახსნა.

სამდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ქალბატონებისთვის გაიმართა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში შედგა, უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ქალების ჩართულობის შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე მათი მოსაზრებები მოისმინა.