დაჯილდოების ცერემონიალი

03 მარ 2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში 50 და მეტი წლის სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლები უწყების მედლებით დაჯილდოვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით, ჯილდოები იმ თანამშრომლებს გადაეცათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა ათწლეულებს მოიცავს.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დაჯილდოებულ თანამშრომელთა საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვასა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.