აშშ-ში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ

03 მარ 2026

აშშ-ის ქალაქებში ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ნიუ-იორკში, ატლანტაში, სან-ფრანცისკოში ასობით მომიტინგე შეიკრიბა და დაგმო ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის სამხედრო კამპანიის ესკალაცია.

აქციის მონაწილეები ტრამპსა და ნეთანიაჰუს ირანში შეჭრას სასტიკ და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად მიიჩნევენ.  მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ ისინი დაიღალნენ რომ მათი გადასახადებით საზღვარგარეთ ომები და გენოციდი ფინანსდება. 

ნიუ-იორკში თაიმს-სკევრზე  ვაშინგტონის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა აუცილებელია და აშშ-სა და პირადად პრეზიდენტ  ტრამპს მადლობას უხდიდნენ დაწყებული სამხედრო ოპერაციისთვის.