03 მარ 2026
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ირანელი ხალხი თეირანში მთავრობის დამხობას შეძლებს, თუმცა აშშ-ის მისიის მიზანი ირანის ბალისტიკური რაკეტების განადგურება და იმის უზრუნველყოფა იყო, რომ მას ბირთვული იარაღი არ ჰქონოდა.
„შეერთებული შტატები ახორციელებს ოპერაციას ირანის მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების საფრთხისა და მათი საზღვაო ძალების მიერ შექმნილი საფრთხის აღმოსაფხვრელად“ - განაცხადა რუბიომ.