ირანის მხრიდან გარდაუვალი საფრთხე არ არსებობდა - გაერო-ში ირანის ელჩი

03 მარ 2026

ირანის მხრიდან გარდაუვალი საფრთხე არ არსებობდა. ამის შესახებ გაეროში ირანის ელჩმა განაცხადა.  

„ჩვენი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათისაა. ჩვენ სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ვიყავით ჩართული“. სანამ აგრესია გაგრძელდება, ირანი თავს გადამწყვეტად და ყოყმანის გარეშე დაიცავს“, - ეს განცხადება  ელჩმა  ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გააკეთა და აღნიშნა, რომ ირანის სამიზნე მხოლოდ მტრულად განწყობილი ძალების სამხედრო ბაზებია და არა  მშვიდობიანი მოსახლეობა.