ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

03 მარ 2026

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია  იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი. სამართალდამცველებმა ბრალდებულის  პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ასევე დაკავებულია ერთი  პირი აჭარაში.

სამართალდამცველებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის   პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ორივე შემთხვევაში დანაშაულის 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.