საქართველოში დედის დღე აღინიშნება

03 მარ 2026

დღეს საქართველოში „დედის დღე“ აღინიშნება. 3 მარტი „დედის დღედ“ 1991 წელს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა.  3 მარტი არასამუშაო  დღედ არის გამოცხადებული.

ამ დღეს ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კი სპეციალური ღონისძიებები იმართება.