03 მარ 2026
ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანსა და ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმა განახორციელეს სახელმწიფო რადიო და ტელემაუწყებლობის შტაბ-ბინაზე.
თავის მხრივ, ირანულმა მაუწყებელმა დაადასტურა, რომ მათ სათავო ოფისთან ახლოს, აფეთქებები მართლაც მოხდა, თუმცა ამბობენ, რომ მუშაობის პროცესში შეფერხება არ შექმნილა.
ბოლო 24 საათში განადგურებულ სამხედრო ობიექტებს შორის არის ქალაქ სანან-დაჯის სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სასაზღვრო დაცვის სარდლობის შტაბ-ბინები. დაზიანდა ისპაჰანის ავიაბაზა და თეირანის სამხედრო ბაზა. სარაკეტო იერიშების შედეგად, დაზიანდა რელიგიური ნაგებობები და საცხოვრებელი კორპუსები, ასევე ადმინისტრაციული შენობები.
ისრაელის სამხედრო უწყებამ ლიბანის ათობით დასახლების მოსახლეობისთვის ევაკუაციის განკარგულება გასცა.