03 მარ 2026
თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო. ცეცხლი დამხმარე ლიფტის შახტაში გაჩნდა და რამდენიმე სართულზე გავრცელდა.
"ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია მოხდა ადრეულ ეტაპზე, ოპერატიულად და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.
ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით“, – ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში.