02 მარ 2026
ბათუმის სამხატვრო გალერეაში დედის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. სადღესასწაულო გამოფენაში როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული მხატვრებიც მონაწილეობენ.
ათდღიანი აქტივობის ფარგლებში სხვადასხვა თემატიკის ორმოცდაათზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი.
ტრადიციული ყოველწლიური გამოფენა 12 მარტს დაიხურება.