02 მარ 2026
ცოტა ხნის წინ დასრულდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეკრება, რომლებიც სამომავლო გეგმებზე მსჯელობდნენ.
ნიკა გვარამიას განცხადებით, 9 პარტია, რომელიც დღეს შეიკრიბა, პოლიტიკურ ერთობლივ ალიანსს შექმნიან და პოლიტიკურ ბრძოლას ასე გააგრძელებენ, თუმცა იქვე განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს ერთიან პარტიად ჩამოყალიბებას, ან თუნდაც ერთიან სიებს.